შეფასების ბარათები

გაკვეთილის თვითშეფასების ფორმა
საგანი:   მათემატიკა  კლასი: მე-9  პედაგოგი:  ნათელა   პოპიაშვილი  თარიღი: _______________
#
შეფასების კრიტერიუმი
მასწავლებლის კომენტარი
1.
მიზანი იყო ფორმულირებული კონკრეტულად და რეალისტურად; შეესაბამება  გაკვეთილის თემას და ესგ-ს

2.
იყო თუ არა დაცული გაკვეთილის ფორმატი(ეტაპობრივი თანმიმდევრობა)? რამდენად იქნა გამოყენებული აქტივობები და მეთოდები? მოხერხდა თუ არა ლავირება დაგეგმილი აქტივობების შეცვლის თვალსაზრისით, შექმნილი რეალობის შესაბამისად

3.
ეფექტურად იყო თუ არა გამოყენებული სკოლაში არსებული, მასწავლებლის ან მოსწავლეების მიერ მოძიებული, ან შექმნილი რესურსები? რამდენად ემსახურებოდა ისინი შედეგის მიღწევას?

4.
ეფექტურად იყო თუ არა გამოყენებული განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. მიეცა თუ არა მოსწავლეებს განმავითარებელი კომენტარი შეფასებასთან დაკავშირებით?

5.
მიღწეულია თუ არა გაკვეთილის ბოლოს მიზანი, შემოწმდა შედეგი შესაბამისი აქტივობით?

6.
იყო თუ არა ორგანიზებული კლასის მართვა და მოსწავლეთა ჩართულობა. რამდენად იყო დისციპლინა თვითრეგულირებადი?  მოხერხდა თუ არა წესრიგის აღდგენა მისი დარღვევის შემთხვევაში?



განმსაზღვრელი  შეფასების რუბრიკების კრიტერიუმები

პრეზენტაცია

პასუხობს სათაურს
2

შემოიფარგლება კონკრეტული თემით
1

ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
1

საუბრობს გამართული სალიტერატურო ენით და იყენებს შესაბამის მეცნიერულ ტერმინოლოგიას
2

იყენებს განსხვავებულ წყაროებს
1

ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1

იყენებს თვალსაჩინოებას
1

იცავს დროის ლიმიტს
1








დისკუსია


წარმოადგენს საკუთარ (ჯგუფის) პოზიციას
1

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
1

მსჯელობს არგუმენტირებულად
1

აკეთებს დასკვნას
1

მოყავს არგუმენტები საკუთარი აზრის გასამყარებლად
1

მსჯელობს თანამიმდევრულად, შემოიფარგლება კონკრეტული თემით
2

ფლობს აუდიტორიას
1

კორექტულია ოპონენტის (განსხვავებული აზრის) მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2





ექსპერიმენტი


აკეთებს გეგმას (ჩანაწერი - სრული, არასრული)
2

გამოითვლის ექსპერიმენტით შესაძლო შედეგებს (აწარმოებს გამოთვლებს, გამოთქვამს ვარაუდებს)
2

იცავს უსაფრთხოების ნორმებს, გეგმავს ექსპერიმენტს
2

იყენებს შესაბამის გრაფიკებს, სიმბოლოებს და ტერმინოლოგიას შედეგების გადმოსაცემად
1

მსჯელობს ექსპერიმენტის შედეგებზე (აღწერს , აკეთებს დასკვნებს)
2

ამზადებს პრეზენტაციას, რეფერატს, პროექტს
1





დამოუკიდებელი სამუშაო

იცავს დროის ლიმიტს
1

ნაპოვნია პრობლემის გადაჭრის მართებული გზა
3

იცავს წერის კულტურას
2

სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს
4





კვლევა

ატარებს გამოკითხვას საკვლევი თემის ირგვლივ
2

აგროვებს და ახარისხებს ინფორმაციას , წარმოადგენს გრაფიკულად
1

ირჩევს სათაურს (თემას) და მსჯელობს საკითხის ირგვლივ
1

გამოთქვამს ვარაუდს
1

ამყარებს არგუმენტებით
1

აკეთებს ჩანაწერს
1

გამოყოფს საკვლევ პრობლემას
1

მსჯელობს
1

აკეთებს დასკვნას
1






ჯგუფური მუშაობის რუბრიკა

კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10
საშუალოზე მაღალი 9-8
საშუალო 7-6
დაბალი 5-1
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო , ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო , მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ გადანაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო


No comments:

Post a Comment